ფილმის შინაარსი: თანასოფლელ ბიჭუნებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბულის ტყვეთა ბაზარზე გაჰყიდიან... გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას - ეგვიპტელი მამლუქი... მას მაჰმუდს შეარქმევენ და უებრო მეომრად აღზრდიან... წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში გამომწყვდეულ ქართველ ტყვე ქალთან ერთად სამშობლოში გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ... გადის დრო... სიმამაცით განთქმული მაჰმუდი ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს... ხვიჩა - მაჰმუდის თვალწინ სამშობლოში გატარებული ბავშვობის ეპიზოდები აღდგება... იგი ვენეციელში თანასოფლელ გოჩას ამოიცნობს. მტრის ცხედართან მწარედ ჩაფიქრებას მამლუქები ღალატად ჩაუთვლიან და იქვე მოკლავენ...
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: სამოთხის გვრიტები ჟანრი: მამლუქი წელი: 1958 რეჟისორი: დავით რონდელი სცენარის ავტორები: დავით რონდელი დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე მხატვარი: რევაზ მირზაშვილი ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე როლებში: დათო დანელია (ხვიჩა), ვ. ჯოჯუა (გოჩა), მანანა ლონდარიძე (ცირა), ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), აკაკი ხორავა (ალიბეი), ლია ელიავა (ცირა–ზეინაბი), გიორგი შავგულიძე (ასლან-ბეი), დუდუხანა წეროძე (მზეხა), მიხეილ ვაშაძე (ტაგუია, ვენეციელი მხედარი), ედიშერ მაღალაშვილი (რევია), ბუხუტი ზაქარიაძე (მარკოზი), ვერიკო ანჯაფარიძე (მზეხა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ალი-ჰუსეინი), ალექსანდრე გომელაური (ალი-იუსუფი), ტარიელ საყვარელიძე (ნაპოლეონ ბონაპარტე), გურამ საღარაძე (იბრაჰიმი), მიხეილ მგელაძე (ვეზირი), ვლადისლავ ვაშაძე, ეთერ ჟორდანია, რიურიკ ჩხეიძე, მერი კანდელაკი, ირაკლი ნიჟარაძე
დამატებითი ინფო: ქვეყანა: საქართველო მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი" ხანგძლივობა: 97 წუთი ენა: ქართული
|